“მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა, არ მოგენატრათ სიყვარული და განვითარებაო?! იქნებ, მას სიყვარული და განვითარება თავისებურად ესმის, ქუჩებში ადამიანების ჩახოცვა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მოკვდინება. არა, ბატონო მიშა, ეს არ მოენატრა საქართველოს და ამაზე მეტყველებს ის, რომ მეცხრე არჩევნები პირწმინდად წააგე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ბრძანების გარეშე ქვეყანაში ჩიტიც ვერ დაფრინავდა.
„საქართველოს ეს არც მოენატრება და არც გაპატიებს. ეს მაგალითი იქნება არა მხოლოდ მისი რეჟიმისთვის, არამედ – ყველა მთავრობისთვის. 7 ნოემბერზე გაკეთებული განცხადება მაგალითია მისი სექტის მიმდევრებისთვის. სააკაშვილის ბრძანების გარეშე ქვეყანაში ჩიტიც ვერ დაფრინავდა. ახლა დაიწყეს არ ვიცოდიო – ალბათ, გირგვლიანის მკვლელობაზე არაფერი იცოდა, გელაშვილის ცემის ფაქტი? – არც მომიტინგეების დარბევა. ვიღაცეებმა დაარბიეს, ეგ ხომ, დემოკრატიის შუქურა იყო. ამ მრწამსით, ღირებულებით და აფერისტობით რომ არის, ამიტომ, ფართხალებს, სადაც ახლა ფართხალებს. 2012 წლის მთავარი დაპირება იყო, რომ ნომერი პირველი ჯალათი ციხეში უნდა ყოფილიყო და არის. მიხეილ სააკაშვილი არის ნომერ პირველი ჯალათი, რომელიც იმდენად ცინიკოსია, რომ იმის ნაცვლად, გამოვიდეს და თქვას, შეცდომა დავუშვი, ტრაგედია იყო და არ უნდა განმეორდეს, ახლა გადაბრალებები სხვაზე დაიწყო“, – განაცხადა ზარქუამ.