იაგო ხვიჩია: სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემასა და პროკურატურას არ ცნობს, საყურადღებო იყო, თავის მიერ აწყობილ სასამართლო სისტემაზე საუბრობს

“მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემასა და პროკურატურას არ ცნობს, რადგან მიკერძოებულია და ა.შ. ჩემი აზრით, საყურადღებო განცხადება იყო იქიდან გამომდინარე, რომ თავის მიერ აწყობილ სასამართლო სისტემაზე საუბრობს”, – ამის “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიაჩიას შეფასებით, ასეთი განცხადებები მოქმედი და მომავალი ხელისუფლებისთვის მაგალითი უნდა იყოს.

„მგონია, რომ ეს მოქმედი და მომავალი ხელისუფლებისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს, რომ იმავეს თქმა მათაც არ მოუწიოთ, როცა მათ წარმომადგენელს სხვადასხვა დროს წარდგომა მოუწიოთ. ამიტომ, საფუძვლიან სასამართლო რეფორმაზე უნდა ვიფიქროთ, რომელზეც, რატომღაც, მმართველები მაშინ ხდებიან, როცა განსასჯელის სკამზე თავად აღმოჩნდებიან და არა მაშინ, როცა დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა იმავე მდგომარეობაშია. ქაოსსა და დაძაბულობას თუ ვინმე აპირებს, მას უფრო მეტი მოეთხოვება და არა მხოლოდ გზის გადაკეტვა და გაწევ-გამოწევა. მიხეილ სააკაშვილი რომც გაიტაცონ, სად უნდა წაიყვანონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები