1 იანვრიდან გალელები ე.წ. ”საზღვარს “ფორმა №9”-ით ვეღარ გადაკვეთენ

ოკუპირებულ აფხაზეთში “ფორმა №9″-ის მოქმედების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვარს იწურება და ამ მომენტიდან გალის რაიონის მაცხოვრებლები ამ დოკუმენტით დე ფაქტო საზღვრის კვეთას ვეღარ შეძლებენ”, – განაცხადა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოადგილე ჯამბულ კორტავამ.

“გალელებმა, რომლებსაც ჯერ არ წარუდგენიათ განაცხადი ბინადრობის მოწმობაზე ან აფხაზეთის მოქალაქეობაზე, აუცილებელია, ეს სასწრაფოდ გააკეთონ. დოკუმენტის გახანგრძლივებისთვის კი გალის ადმინისტრაციამ აფხაზეთის მთავრობას უნდა მიმართოს”, – აღნიშნა მან.

კორტავას განმარტებით, “ბინადრობის მოწმობის” მისაღებად ადამიანი, სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. “შემდგომში მხოლოდ ასეთ პირებს შეუძლიათ, იქონიონ პრეტენზია აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებაზე, მაგრამ აფხაზური პასპორტის მისაღებად აუცილებელ პირობას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა წარმოადგენს”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები