ოლეგ ოსინოვსკი: ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია 

“თუ დღევანდელ ხელისუფლებაზე ვისაუბრებთ, ვთვლი, რომ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დამოკიდებულებები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ეს ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და იღებს კიდეც გადაწყვეტილებებს. მე ვიტყოდი, რომ ეს მისი ცალსახა პლუსია, რაზეც კამათი არ შეიძლება”,- ამის შესახებ ესტონელმა ბიზნესმენმა ოლეგ ოსინოვსკიმ ფორბსთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილს შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, რაც ძალიან ღირებულია და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანიც.

“ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ეტაპებზე ჩნდება, იზრდება და ძლიერდება ბიუროკრატია. ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის გარდაუვალია. ყოველთვის ჩნდებიან ჩინოვნიკები, ისინი იგონებენ თავისთვის ახალ სამუშაოებს, ახალ სამუშაო ადგილებს ახალი ჩინოვნიკებისათვის. ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს, აირის მსგავსი ჩინოვნიკები იკავებენ მთელ სივრცეს, რაც მათ აქვთ. მერე ფართოვდებიან და ფართოვდებიან.

მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას, რომელსაც სურს, წლიურად 10-15%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, ამის უფლება არა აქვს. მათ არა აქვთ უფლება, წერილებს უპასუხონ 30 დღის ვადაში ასეთი პასუხით: „ჩვენ კიდევ გვჭირდება ფიქრისთვის დრო”. წერილს ერთ კვირაში უნდა უპასუხო.

თუ დღევანდელ ხელისუფლებაზე ვისაუბრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ვთვლი, რომ შესაძლოა ღარიბაშვილის მიმართ დამოკიდებულებები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ეს ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და იღებს კიდეც გადაწყვეტილებებს. მე ვიტყოდი, რომ ეს მისი ცალსახა პლუსია, რაზეც კამათი არ შეიძლება.

მას შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, არ ეშინია და გადაწყვეტილებებს იღებს სწრაფად. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ეს თვისება მახსოვს და ვაფასებ ჯერ კიდევ წინა პრემიერობიდან. დღესაც ვთვლი, რომ ეს ძალიან ღირებულია და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანიც…

ბიზნესურად მნიშვნელოვანია, რომ CEO იღებდეს გადაწყვეტილებებს, თუნდაც ცდებოდეს შემთხვევების 49%-ში, მაგრამ შემთხვევების 51%-ში სწორ გადაწყვეტილებებს იღებდეს, მაშინ წარმატებულია კომპანია, მაგრამ თუ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებ, ეს ბიზნესისთვის ყველაზე საშიშია”,-ამბობს ოსინოვსკი.

წყარო: bm.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები