გიორგი ვოლსკი: კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო

„ამ განცხადებების უკან არსებობს მოლაპარაკებები, მათ შორის, დახურულ კარს მიღმა, მათ შორის, ისეთი შეთანხმება, რომელიც შემდგომ მსოფლიოს ყოველდღიურობაში გარკვეულ მიმართულებებს აყალიბებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა,  გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ისაუბრა და საქართველოს შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს გამოეხმაურა.

“ალიანსის ქვეყნების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სამიტები იქნება ეს, მინისტერიალები თუ სხვა ფორმატები, ამის უკან დევს კონკრეტული ქმედებები – ეკონომიკური ხასიათის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და, რაც მთავარია, პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

ვითარება არ არის მარტივი, საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საკმაოდ მწვავეა და კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო“, – აღნიშნა ვიცესპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები