ზურაბ აბაშიძე რუსეთში, კემეროვოს ოლქში ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთში, კემეროვოს ოლქში ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, კემეროვოს ოლქში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“, – აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.

რუსეთში, კემეროვოს ოლქში, მაღაროში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 52 ადამიანი გარდაიცვალა. ინციდენტი ქვანახშირის მაღაროში, 250 მეტრის სიღრმეზე მოხდა. შემთხვევის დროს შახტში 285 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები