,,ბოინგ 777″-ის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი შავი ყუთები დიდ ბრიტანეთში ჩაიტანეს

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ,,შავი ყუთები” ვერტმფრენით ჯერ კიევში გაიგზავნა, იქიდან კი „ICAO”-ს ექსპერტებთან ერთად – დიდ ბრიტანეთში. მეთვალყურეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინულ მხარეს გამოძიება არ ჩაუტარებია, ყუთები კვლავ დალუქული და გაუხსნელია.
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალის მიხედვით, რუსეთის პირდაპირი მონაწილეობა მომხდარში არ იკვეთება, თუმცა შეერთებული შტატების დაზვერვა ვარაუდობს, რომ რაკეტა თვითმფრინავის მიმართულებით სეპარატისტებმა შემთხვევით გაუშვეს. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინელი სეპარატისტების შეიარაღებას კვლავ აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები