“გადადგეს თორნიკე რიჟვაძე” – “ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ბათუმის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.
ასევე, მათი მოთხოვნაა დაიწყოს გამოძიება თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის წინააღმდეგ.

“ამ პარტიის ლოგო არის სისხლიანი რეჟიმის სახე. უამრავი ადამიანი ვიცით, რომლებიც შეეწირნენ მათი კომფორტის ზონის შექმნას და მათ ხელისუფლებაში დარჩენას. ეს დაიწყო მათ შორის 2012 წლიდან, ბარბარე რაფალიანცის საქმე დღემდე გამოუძიებელია. ასევე გვაქვს ია კერზაიას ქეისი, ნუგზარ ფუტკარაძის, ასევე, ლექსო ლაშქარავას ქეისი, რომლის დაცვაც ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ იმიტომ, რომ არ გაენაწყენებინა წინასაარჩევნოდ რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფები. ქართული ოცნება იზამს ყველაფერს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, იქნება ეს მოსყიდვა, დაშინება თუ ადამიანების მკვლელობა”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა ფარულავა.

ადგილზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” მისი გარდაცვალების მიზეზად პოლიტიკურ ზეწოლას ასახელებს, რასაც ოჯახი უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები