გიორგი ცუცქირიძე: ბოლო წლებში, ოპოზიციის მტკიცების საპირისპიროდ, ქვეყნის პროგრესი, მთელ რიგ ინდიკატორებში, ისტორიულ მაქსიმუმზეა

საკუთარი ამომრჩევლის გაბითურების, დროის და რეალობის აცდენის კლასიკური მაგალითია მესამე პრეზიდენტის მხრიდან ქვეყანაში შემოსვლისას საზღვრის უკანონოდ კვეთის და მისი გისოსებს მიღმა აღმოჩენის დღევანდელი ისტორიაც, საპროტესტო მუხტი მზარდი დინამიკის ნაცვლად რამდენიმე ასეულ პროტესტანტამდე, რომ არის დაცემული, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მისი თქმით, ბოლო წლებში, ოპოზიციის მტკიცების საპირისპიროდ, ქვეყნის პროგრესი, მთელ რიგ ინდიკატორებში, ისტორიულ მაქსიმუმზეა

“ნაციონალური მოძრაობის” და მასთან ერთად ოპოზიციის დიდი ნაწილის, დროს და რეალობას აცდენილი სტიგმატიზაციის მთავარი ფაქტორი დროის ხელოვნურად დაჩქარების მცდელობაში უნდა განვიხილოთ. რევოლუციური სცენარებისადმი აშკარა მიდრეკილებაც ამის მაგალითია.
ამ სტრატეგიის წამგებიანი ხასიათი, იმაში მდგომარეობს, რომ დროის დაჩქარება აღქმულია ისეთ რეალობად, სადაც ყველა ინსტრუმენტი და პირველ რიგში მხარდამჭერი მედია ამ რეალობის ანუ მათი ხელუსუფლებაში დაბრუნების წარმოსახვისათვის არის გამოყენებული. ყველა სხვა საკითხი ან პრობლემა მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული, იქნება ეს საპარლამენტო საქმიანობა თუ არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული ალტერნატიული შემოთავაზებები.
მართალია, ეს რადიკალური მიდგომები, რაც ხშირად არასწორი მოლოდინების მკვებავი წყარო ხდება, გარკვეულწოლად მხარდამჭერი ელექტორატის მობილიზაციას ემსახურება, მაგრამ კონტრპრიდუქტიულია და პროცესის დროში გაწელვისას საპროტესტო ელექტორატში აპათიას და დეპრესიას, შესაბამისად, ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობიდან მოწყვეტით, პოლიტიკური პროცესებიდან გარიყვასაც იწვევს. ამის ნათელი ილუსტრირება თუნდაც ბოლო თვითმართველობის არჩევნებია, როდესაც მეორე ტურში ამომრჩევლის ნახევარი საერთოდ არ მივიდა საარჩევნო ყუთთან.
ამიტომაც არის, რომ მათი მხარდამჭერი ელექტორატი არ იზრდება არჩევნებში გამარჯვების მოცემულობამდე, ხოლო ოპოზიცია ცალ-ცალკე თუ ერთად, აგებს ყველა სახის არჩევნებს 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე.
ოპოზიციის მიერ, არჩევნების გაყალბების აღნიშნული სტერეოტიპები ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილია და კონკრეტული იდეოლოგიის სტატუს-კვოს ან ღირებულებების ერთიან სისტემას არის მორგებული. ამასთან, სტატუს-კვოს გამყარებას ემსახურება არჩევნებიდან არჩევნებამდე მუდმივი აქცენტირება ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე. გასული საპარლამენტო არჩევნების დროს, საბოტაჟამდე დასული ქუჩის პროტესტიც ამის მაგალითია, თუმცა ბოლოს მთელი ეს პროტესტი, შარშანაც და წელსაც საერთაშორისო სადამკვირლებო მისიების მხრიდან არჩევნების ლეგიტიმურად ცნობით და ოპოზიციის “არალეგიტიმურ და მიტაცებულ პარლამენტში” შესვლით მთავრდება, უკვე ამ შესვლის “გაპრავებით”, პოლიტიკას საპარლამენტო ტრიბუნა რომ ესაჭიროება.
სწორედ საკუთარი ამომრჩევლის გაბითურების, დროის და რეალობის აცდენის კლასიკური მაგალითია მესამე პრეზიდენტის მხრიდან ქვეყანაში შემოსვლისას საზღვრის უკანონოდ კვეთის და მისი გისოსებს მიღმა აღმოჩენის დღევანდელი ისტორიაც, საპროტესტო მუხტი მზარდი დინამიკის ნაცვლად რამდენიმე ასეულ პროტესტანტამდე, რომ არის დაცემული.
ოპოზიციური მედია პლათფორმაც, რაც უხვად არის გაჯერებული ფეიკის და დეზინფორმაციის ელემენტებით, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის და საერთაშორისო რადარებიდან გაქრობის ისტორიებით, ამის შემადგენელია. თუმცა ამ სტრატეგიის წამგებიან ხასიათს, ჩვენ ვხედავთ ქვეყნის გაუმჯობესებულ საერთაშორისო გლობალურ ინდიკატორებში. ბოლო წლებში, ოპოზიციის მტკიცების საპირისპიროდ, ქვეყნის პროგრესი, მთელ რიგ ინდიკატორებში, ისტორიულ მაქსიმუმზეა, იქნება ეს კორუფციის, კეთილდღეობის თუ დემოკრატიულობის მახასიათებლები, რაც ოპონარატივის საპირისპიროს ამტკიცებს. ისევე როგორც ქვეყნის პირველი პირების, მიწვევა საერთაშორისო ღონისძიებებზე, თუნდაც ჯო ბაიდენის მოსაწვევი გლობალური დემოკრატიზაციის სამიტზე.
თავის მხრივ თვითმართველობის მეორე ტურში ამომრჩევლის მიუსვლელობა, დამაფიქრებელი უნდა იყოს “ქართული ოცნებისთვისაც”. მთავრობის ახალი ეკონომიკური ხედვა, აშკარად მოძველებული და არაეფექტური სოციალური პოლიტიკის შესაცვლელად, რაც ადგილობრივი წარმოების და დასაქმების სტიმულირებას ითვალისწინებს მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას გააზრებული აქვს ეს პრობლემა, ასევე ეკონომიკური ფონის ზეგავლენა მოსახლეობის განწყობებზე, რაც განსაკუთრებით პოსკრიზისული პერიოდებისთვის არის ასე დამახასიათებელი”, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები