კახა კალაძე: რევოლუციას, გადატრიალებას ამ ქვეყანაში არასდროს არ ექნება წარმატება

რევოლუციას, გადატრიალებას ამ ქვეყანაში არასდროს არ ექნება წარმატება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ ყველანაირი მეთოდის, მათ შორის რევოლუციური, გამოყენებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას.

კალაძის თქმით, აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას კრიზისი აქვს.

„ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის კრიზისი. კონკრეტული ძალის, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ . ეს ძალა მთელი თავისი არსებობიდან დაწყებული ყოველთვის, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისე ამორალურად ექცეოდა თავისი ქვეყნის მოსახლეობას და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც შეიძლება თითით საჩვენებელი იყოს იმისთვის, რომ ავუხსნათ საზოგადოებას, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, როდესაც ისინი დღეს იქცევიან.

შესაბამისად მათ აქვთ ეს კრიზისი, თავიანთი მიდგომებით, სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულებით და ეს არ არის სიახლე, უკვე საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გათვითცნობიერებულია არსებულ რეალობაში, თუ რა დღის წესრიგი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი სურვილია, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ,მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ მხარდაჭერა და ისინი არ არიან ხელისუფლებაში, რომ ყველაფერი გააკეთონ, ყველა ძალას მიმართონ, შეიძლება, ეს იყოს დაპირისპირება, გადატრიალების, რევოლუციის მცდელობა, ყველაფერი გამოიყენონ იმისთვის, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მერე რა, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ ამის სურვილი აქვთ.

რევოლუციას, გადატრიალებას ამ ქვეყანაში არასდროს არ ექნება წარმატება. ქვეყანას ჰყავს ძლიერი ხელისუფალი, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ჰქონდა მაქსიმალური მხარდაჭერა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმაც დაამტკიცა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს”, – განაცხადა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები