სტოლტენბერგი: ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინას როგორც პოლიტიკურად, ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო და უკრაინა ნატო-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან, რომლებიც ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფვიან.

ამის შესახებ მან ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინას როგორც პოლიტიკურად, ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო-ს მინისტერიალზე, რომელიც რიგაში 30 ნოემბერს – 1-ელ დეკემბერს ჩატარდება, საქართველოსა და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები