გიული ალასანია: ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკოსი და ამის გარეშე არ ცოცხლობს

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი პოლიტიკის გარეშე არ ცოცხლობს და ახლაც ჩართულია პროცესებში.

„როგორ უნდა ჩაერთოს, ჩართული არ არის? ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკოსი და ამის გარეშე არ ცოცხლობს. სადაც უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, მაინც იქნება ჩართული. ამის გარეშე ცოცხალი მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელია. ფაქტია, ყველანაირ იზოლაციაშია, ეს არის მისი უფლებების შელახვა. ყველაფრის ეშინიათ. ვფიქრობ, უბრალოდ, მისი არსებობის ეშინიათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიამ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გაფლანგვის საქმეზეც გააკეთა კომენტარი.

„ადამიანი შიშველი ხელებით გავიდა აქედან, გახდა ვიღაცების სარჩენი და სად არის მაშინ, სად წავიდა ეს ყველაფერი. როგორ გეკადრებათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები