ხატია წილოსანი: საერთაშორისო პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება და ახალგაზრდების როლის გამოკვეთა მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ხელმძღვანელობს, მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

დელეგაციის წევრის, დეპუტატ ხატია წილოსანის თქმით, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, გაიმართება ქალი პარლამენტარებისა და ახალგაზრდა პარლამენტართა შეკრებებიც, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.

„ეს ორი მიმართულება გამორჩეულად საინტერესოა, რადგან დემოკრატიის განვითარებისთვის თანაბარი მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ასევე, ქალთა ჩართულობა, მაქსიმალური გაძლიერება და ახალგაზრდების როლის გამოკვეთა საერთაშორისო პოლიტიკაში.

საპარლამენტთაშორისო კავშირი იძლევა კარგ შესაძლებლობას, რათა მსოფლიოს ყველა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან დამყარდეს პირდაპირი კავშირები, შედგეს თანამშრომლობა, მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და დაიგეგმოს სამომავლო ურთიერთკავშირების აღდგენის და გამყარების გზები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ფორმატში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანწილად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს ქალთა თანაბარ წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები