მიხეილ სააკაშვილი ბათუმსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ახლა მთავარია, გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც “ოცნებამ” უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და, მათ შორის, ჩემი საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია.

ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია, გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს – გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ!

თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. აქციების მიმდინარეობისას მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. შედეგად, შსს-მ ზუგდიდში 2, ხოლო აჭარაში 4 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები