პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი – „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” იქმნება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა, ფრაქციას – „ლელო პარტნიორობისათვის” გამოაკლდა ერთი წევრი.

პარლამენტის ინფორმაციით, რეგლამენტით განსაზღვრული 7 დღის ვადაში არ მომხდარა ფრაქციის შევსება ახალი წევრით, შესაბამისად, ფრაქცია დაიშალა.

„ლელოს” პარტიული სიით შესულმა დეპუტატებმა: ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა, რომელთაც პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება აქვთ, მიმართეს პარლამენტს, რომ რეგლამენტის შესაბამისად შეიქმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის”, აქვე წარდგენილია შესაბამისი წესდება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა ცნობად მიიღო ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი, რის შესახებაც შესაბამისი დასკვნა წარედგინება ბიუროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები