სოზარ სუბარი – სააკაშვილზე: 6 წელი საკმარისი დროა, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს და განახორციელოს
„ითხოვდეს და მიეცესო“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას, შეიქმნას მისი გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფი.
სუბარის თქმით, 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ სააკაშვილმა მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს და განახორციელოს.
„შეუძლია, საინიციატივო ჯგუფი შეკრას, დააკანონონ ინიციატივები. როგორც გავიგე, პროტესტის რაღაც ახალ ფორმებს იგონებს. 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს და განახორციელოს. თუმცა, კიდევ არის რამდენიმე საქმე, რომელიც არ ვიცით, როგორ დამთავრდება. შეიძლება, 6 წელი, 6 წელი არ იყოს და იყოს მეტი“, – განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება სააკაშვილთან მნახველების შესვლას, სუბარმა განაცხადა, რომ „ორი თვის განმავლობაში სააკაშვილთან უფრო მეტი მნახველი იყო, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ერთად აღებული ყველა პატიმართან“.