ცესკო-ს განკარგულებით, ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი გამოაცხადა. საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ 26 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო და ის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ძველი მოწვევის საკრებულოებმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტები უკვე დაამტკიცეს. მანამდე, ოპოზიცია ცესკო-ს საკრებულოების სხდომის თარიღის დანიშვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები