სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩეხეთის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მის მოადგილეებთან ნინო ვიბლიანთან და დავით კუხალეიშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პეტერ მიკისკას უმასპინძლა. ინფორმაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა, მომავალში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება.

ასევე ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

“სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის” მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამ და სხვა პროექტების განხორციელებისთვის კი ელჩს მადლობა გადაუხადა. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლის უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ისე ცენტრის მენეჯმენტი. „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში” არა მხოლოდ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებია ხელმისაწვდომი, არამედ შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გამოკვლევების ჩატარება.

სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩს რეგიონის პოტენციალი გააცნო, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტურიზმზე.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი დღესვე ზუგდიდის და ფოთის მერებს შეხვდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები