მიხეილ სარჯველაძე: ერთადერთი ძალა, რომელიც რეალურად დაინტერესებული იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, იყო ხელისუფლება

ერთადერთი ძალა, რომელიც რეალურად დაინტერესებული იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, იყო ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„როდესაც რიტორიკის ფუნდამენტი იყო, რომ ხელისუფლება თითქოს და ვინმეს მკვლელობა აპირებს, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ, მერე აღმოჩნდა სრულიად საპირისპირო, როლები აბსოლუტურად შეტრიალდა.

რეალურად აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც რეალურად დაინტერესებული იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, იყო ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციაში მაინცდამაინც ამას ბევრი გულშემატკივარი შეიძლება არც ჰყოლოდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ედუარდ სააკაშვილის თქმით, ოპოზიციაში ​გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შესაძლოა, ერჩივნათ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი არ ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები