უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი – მიმაჩნია, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და ხვალ კიდევ უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს

მე პოლიტიკოსების შეფასებებს ვერ შევაფასებ. მიმაჩნია, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და ხვალ კიდევ უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ოქროპირიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის” წარმომადგენლის, კახა წიქარიშვილის შეკითხვას იმის შესახებ, ეწინააღმდეგება თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მისი პოზიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთა შეფასებებს.

ამასთან, წიქარიშვილის კითხვას, დამოუკიდებელი იყო თუ არა სასამართლო 2012 წლამდე, მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა: „დიახ“.

„მე ვაფიქსირებ ჩემს ინდივიდუალურ პოზიციას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ჩემს აზრს არა იმიტომ, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მხარი დამიჭიროს. მე ჩემი ღირებულებებით, მოსაზრებებით, შეხედულებებით მოვედი აქ და თუ პარლამენტისთვის მისაღები იქნება ჩემი შეხედულებები, მხარს დამიჭერს, ხოლო თუ არა – უარს მეტყვის. ეს მათი დისკრეციაა“, – განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები