ექიმი – სააკაშვილზე: კრიტიკული პერიოდი გავლილია

 

სახელმწიფო კონსილიუმის ერთ-ერთი ექიმის, ელენე გიორგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით კრიტიკული პერიოდი გავლილია.

მისივე თქმით, სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით გართულება არ ყოფილა.

„საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია. ალუმინი არის 35, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში. ყოველდღე ჩვენს გარდა უტარდება, სხვადასხვა ექიმების კონსულტაციაც. დღეს გასინჯული იყო ოფთალმოლოგის მიერ. მკურნალობას არ საჭიროებს, როგორც გვითხრა თვალის ექიმმა და ჩანაწერი გააკეთა ხვალ უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ. კალორაჟიც გაფართოვდა, რაციონიც გაფართოვდა. ნელ-ნელა შემოდის სხვადასხვა პროდუქტები კვებაში. მადლობა ღმერთს, ჯერ მისი ორგანიზმი გვაძლევს ამის საშუალებას და მივდივართ მშვიდად. არანაირი გართულებები კვებასთან დაკავშირებით არ გვქონდა. კრიტიკული პერიოდი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი. ვცდილობთ, ცოტა ხანში იყოს ნორმალური ფიზიოლოგიური კვება. მე ხშირად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მასთან შესვლას არავინ მიზღუდავს“, – განაცხადა ელენე გიორგაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები