ფოთში, წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა

ქალაქ ფოთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, მათ შორის არიან საპენსიო ასაკის მოქალაქეები.

ვაქცინაციის პროცესის წახალისებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივების ამოქმედების შემდეგ ფოთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა.
ქალაქის მასშტაბით იმუნიზაციის ხუთივე ცენტრში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელია. გარდა ამისა, კეთდება  “ბუსტერ” დოზები და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით COVID 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები