მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილს სასაყვედურო არაფერი აქვს, დაკმაყოფილდეს იმით, რაც ამ წუთას აქვს

“მიხეილ სააკაშვილი ეცდება, ყოველდღიურად რაც შეიძლება ახალ-ახალი დაძაბულობის კერები შექმნას, მათ შორის, ხელოვნურად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს სასაყვედურო არაფერი აქვს არავის მიმართ და უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რაც ამ წუთას აქვს.

„სააკაშვილი ეცდება, ყოველდღიურად რაც შეიძლება ახალ-ახალი დაძაბულობის კერები შექმნას, მათ შორის, ხელოვნურად. ვინმეს წარმოუდგენია უბრალოდ პატიმრობაში მყოფ ადამიანთან ისეთი თავისუფლება, ამ შემთხვევაში, მიმოსვლის, გადაადგილების, შესვლის, მონახულების, კომუნიკაციის, როგორიც სააკაშვილს აქვს. მგონია, მას სასაყვედურო არაფერი აქვს არავის მიმართ და დაკმაყოფილდეს იმით, რაც ამ წუთას აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის ჰოსპიტალში, სადაც ის მკურნალობის პროცესს გადის, თუ დეპუტატებს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას არ მისცემენ, მკურნალობას შეწყვეტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები