სოზარ სუბარი: საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ არსებობს პატიმარი, რომელსაც 2 თვის განმავლობაში იმდენი მნახველი ჰყოლოდა, რამდენიც სააკაშვილს – ციხე არ არის კურორტი
საპარლამენტოს უმრავლესობის წევრ სოზარ სუბარის განცხადებით, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეჩვიოს, რომ ის არის არა მმართველობაში, არამედ – ციხეში.
“მგონი, საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ არსებობს პატიმარი, რომელსაც 2 თვის განმავლობაში იმდენი მნახველი ჰყოლოდა, რამდენიც სააკაშვილს ჰყავდა. ციხე არ არის კურორტი. საკმარისი ადამიანი შედის და საკმარისზე მეტიც. გაიხსენოს ის ადამიანები, რომლებსაც მისი პრეზიდენტობის პერიოდშიც, ციხეში მყოფს, მათ შორის ძალიან ბევრ უდანაშაულოს, წლების განმავლობაში ერთი ადამიანის ნახვის საშუალება არ ჰქონდა. უნდა შეეჩვიოს, რომ ის არის არა მმართველობაში, არამედ – ციხეში“, – განაცხადა სუბარმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის ჰოსპიტალში, სადაც ის მკურნალობის პროცესს გადის, თუ დეპუტატებს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას არ მისცემენ, მკურნალობას შეწყვეტს.