გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში თემატური მოკვლევის მოსმენა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის” შესახებ ჩატარებული თემატური მოკვლევის თაობაზე მოსმენა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული ორგანიზაციები, რომელთაც აღნიშნულ მოკვლევასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები და პოზიციები გააჩნიათ.

კომიტეტმა თემატური მოკვლევა სექტემბერში დაიწყო, რომელიც ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისთვის ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ისახავდა მიზნად, დღევანდელი შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეებმა თავისი პოზიციები წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები