წალენჯიხაში ‘’დემოკრატიის ჰაბი’’ გაიხსნა

წალენჯიხაში “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD)  ახალი ოფისი ‘’დემოკრატიის ჰაბი’’გაიხსნა. შეხვედრის ორგანიზატორთა ინფორმაციით,   ოფისის საზეიმო გახსნის ცერემონიას ცენტრის დირექტორი – ლევან ცუცქირიძე და მუნიციპალიტეტის მერი – გია ხარჩილავა დაესწრნენ.
მათივე განმარტებით, ცენტრი პირველ ეტაპზე შემდეგი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:
პოლიტიკური განათლების პროგრამები;
საზოგადოებისა და თვითმმართველობის თანამშრომლობის, თვითმმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; ანტი-დემოკრატიული პროპაგანდისა და ტენდენციების საწინააღმდეგო სამოქალაქო სამოქმედო გეგმების შექმნა და განხორციელება.

“დემოკრატიის ჰაბი” იქნება სივრცე, სადაც ექსპერტებთან ერთად მოეწყობა შეხვედრები
დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის
საკითხებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა EECMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები