დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წელს გამოცხადებული საგრანტო პროგრამების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წელს გამოცხადებული საგრანტო პროგრამების თაობაზე.

პარლამენტის ინფორმაციით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტატინიდმა კომიტეტს 2021 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამების: -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი”; „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა” და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა” თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა თითოეული პროგრამის მნიშვნელობასა და სამომავლოდ მათი მასშტაბის გაზრდის გეგმებზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროგრამების განხორციელების ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პოპულარიზაცია;  ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით; საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა; ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა;  საჯარო სამსახურისათვის პერსპექტიული კადრების წარმოჩენა. სხდომა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სხდომის დასასრულს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ საინტერესო იქნება მომავალში დაიგეგმოს ერთობლივი კომიტეტის სხდომა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, სადაც განხილული იქნება უცხოეთში ქართველოლოგიური სკოლების გაძლიერების და ლევილის მამულთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები