თორნიკე რიჟვაძე მზადყოფნას გამოთქვამს, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დას პირადად გაესაუბროს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მზად არის, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დას შეხვდეს,- ამის შესახებ აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა.

მაღრაძის განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძის დას, ნაზი ფუტკარაძეს პირადად გაესაუბრება.

“პირველ ყოვლისა, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მზად არის, პირადად შეგხვდეთ და გაგესაუბროთ. გელოდებათ შენობაში”, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.

გარდაცვლილუ ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მარტო არ შეხვდება და მედიის წარმომადგენლებისა და “ნაცმოძრაობის” წევრების შეხვედრაზე დასწრებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები