“ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ოფისთან ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორია პარტია “დროა”, რომელიც ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზების სწრაფად გამოძიებას მოითხოვს.

ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. მან მტკიცებულებად ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.

კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. კირთაძის განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები