ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, უკვე დასრულდა დაბა სტეფანწმინდის 2 ქუჩის (სტეფანწმინდისა და თამარ მეფის ქუჩები) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თვის ბოლომდე კი ადგილზე მოეწყობა სანიაღვრეებიც.
”რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, კეთდება სოფელ ხურთისამდე მისასვლელი გზა, რომლის ღირებულება 1 800 000 ლარს აღემატება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სოფლის შიდა ქუჩებიც. სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა პირველ მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან ერთად მოინახულა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, პრიორიტეტი მოსახლეობისათვის სათანადო პირობების შექმნაა, ამიტომაც, სხვადასხვა პროექტის განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები