ხმაური გორში – სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა აქციას მართავს

ხმაური და დაპირისპირება გორში. სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა გასხვისებული საძოვრების სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილობრივები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შედეგად, სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიას განარიდეს.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მერის მოადგილე მივიდა. თამაზ შიოშვილის განცხადებით, 100 ჰა მიწა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს გასხვისდა, ამჟამინდელი მთავრობა კი მოლაპარაკების გზით ცდილობს პრობლემის მოგვარებას.
“ეს მიწები “ნაციონალური მოძრაობის” დროს გაიყიდა. ჩვენ ახლა ვცდილობთ, რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, ხელისუფლებას მხოლოდ ეს შეგვიძლია. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს მიწები ვიყიდოთ, იურიდიულადაც კი არ გვაქვს ამის უფლება, ამიტომ, უნდა დავსვათ ეს ორი მხარე და ერთმანეთთან მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა თამაზ შიოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები