4 წელი სასტუმრო „ლეოგრანდში” მომხდარი ტრაგედიიდან – თორნიკე რიჟვაძემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ახალარჩეულ მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში” 2017 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ „ლეოგრანდის” ტრაგედიას. იმ ადამიანებს, ვინც დავკარგეთ. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ჩვენი ვალია მათი სახელის პატივისცემა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უსაფრთხოების დაცვა ყველა ობიექტში, იქნება ეს სასტუმრო თუ სხვა ტიპის დაწესებულება, მნიშვნელოვანია და ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2017 წელს ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში” გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა საქართველოს ათი მოქალაქისა და ერთი ირანელის სიცოცხლე შეიწირა. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები