რუსთაველზე ცოცხალი ჯაჭვის აქცია დასრულდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ცოცხალი ჯაჭვის აქცია დასრულდა. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები “ვარდების რევოლუციის” 18 წლისთავს აღნიშნავდნენ.

მათი ნაწილი 17:00 საათზე ვარდების მოედანთან, ნაწილი კი თავისუფლების მოედანთან შეიკრიბა და მსვლელობა გამართა.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, წითელი ვარდები მიიტანეს.

აქციაზე შეკრებილების თქმით, “ვარდების რევოლუციამ” ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანა და უამრავი რეფორმა განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები