ნინო ლომჯარია: სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით ჩაერთვება

“სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგელობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ ჩავერთვებით პროცესში ზედამხედველობის მიზნით”, – ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი წერილი ომბუდსმენის აპარატმა ჯანდაცვის სამინისტროსგან გუშინ მიიღო.

“გუშინ მივიღეთ ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილს სააკაშვილის მკურნალობის პროცესში. ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგელობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ ჩავერთვებით პროცესში ზედამხედველობის მიზნით. ასევე, სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც არის აპრობირებული გზა მოსაზრების გაზიარებისა და რეკომენდაციების წარდგენის სამედიცინო სფეროში”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველი გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები