ოზურგეთის მერი საქართველოში გაერო-ს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, სოციალურ და ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე.

საბინე მახლიმ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

მერიაში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი, ანა ფაშალიშვილი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი, ნათია კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები