ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცების ხელშეშლასა და სხდომის ჩაშლას გეგმავენ

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცების პროცესის ჩაშლას გეგმავენ. ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატი პარტია “ლელოდან”, ირაკლი კუპრაძე აცხადებს. მისი თქმით, ოპოზიცია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ საკრებულომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლოს.

ახალარჩეული დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ორ დღეში საკრებულოს ძველი შემადგენლობა მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად შეიკრიბება.

„ჩვენ ვართ საკრებულოს არჩეული წევრები, გვაქვს სხდომაზე დასწრების უფლება, რა თქმა უნდა, მივალთ და ფიზიკურად შევეცდებით სხდომის ჩაშლას, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ არალეგიტიმურმა საკრებულომ ვერ შეძლოს ბიუჯეტის დამტკიცება“, – აცხადებს საკრებულოს არჩეული წევრი „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე.

ოპოზიციის წევრებს არ შეუერთდნენ საკრებულოს არჩეული წევრები გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები