რუსი გამნაღმველები სოხუმის აეროპორტს გაასუფთავებენ

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორიის გასასუფთავებლად ადგილზე რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინჟინერ-გამნაღმველთა განყოფილების სამხედროები ჩავიდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისა და ფეთქებადი ნივთების აღმოჩენისა და გაწმენდის ღონისძიებები მოეწყობა დე ფაქტო პრემიერმინისტრის ალექსანდრე ანქვაბის, რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისადმი მიმართვის საფუძველზე.

სპეციალისტები ტერიტორიის გაწმენდას მოსამზადებელი ღონისძიებების შემდეგ დაიწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები