დუშეთის მუნიციპალიტეტში აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი გაიზარდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში 60 წლისა და უფროსი ასაკის პირთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლის ამბულატორიებში გაზრდილია აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200-ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალისა და დაბა ფასანაურის ამცრელ ამბულატორიებში ვაქცინაციის პროცესს გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გოჩა ქავთარაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე. მათ მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ამ ეტაპზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი იმუნიზაციის 1 ცენტრი და 6 ამცრელი ამბულატორია ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები