შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დავით ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დავით ფ-ს მიერ თბილისის გარეუბანში გადამალული 319,68 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 22,99 გრ კოკაინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=APvZKQkmNUk&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები