500 ლარი გორელ ახალგაზრდებს – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტუდენტებს 500-ლარიანი ვაუჩერები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, 500 ლარი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ სტუდენტებს ჩაერიცხებათ, რომლებმაც 2021 წლის ეროვნულ გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100 %-იანი დაფინანსება მოიპოვეს.
“გორის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების“ პროგრამა წარმატებული აბიტურიენტების წახალისებასა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად.
ახალგაზრდების შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სამომავლო თანამშრომლობაც დაიგეგმა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.