ედიშერ გვენეტაძე: რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ხელისუფლებამ და ეს დღეს პრემიერის გამოსვლაში გამოიხატა

“პოლიტიკურად და სოციალურად დაძაბული წლის მიწურულს პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩვეული ენერგიულობით შესთავაზა საზოგადოებას ამ უმტკივნეულეს სფეროში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომავალი თაობისათვის, რათა ისინი დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესებით!”, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ​ ინიციატივებს.

„რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ხელისუფლებამ. და ეს გამოიხატა დღეს პრემიერის გამოსვლაში, სადაც ღარიბაშვილმა ჩვეული პირდაპირობითა და მოურიდებლობით განაცხადა! რომ საქართველოში უახლოეს მომავალში განსაზღვრულია ე.წ. ონლაინ კაზინოების თავდაპირველად მაღალი გადასახადებით დაბეგვრა, მასში 25 წლამდე ახალგაზრდების არ დაშვება და საბოლოოდ მათი აკრძალვა! ყოველივე უდავოდ მისასალმებელია, ვინაიდან ამ ტიპის ბიზნესის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის მილიარდ ნახევარი ლარი ძირითადად 99% კი სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეთა ჯიბეებიდან! ამის ნიადაგზე შემდეგ ქვეყანაში ხდება სხვადასხვა დანაშაული, უსიამოვნებები, ოჯახების ნგრევა სუიციდები! უდავოდ საყურადღებოა პრემიერის ინიციატივა აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

რაც გამოწვეულია ქვეყანაში ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობის უაღრესად ლიბერალიზაციით! ამ მხრივ, აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება და პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობა, რასაც უპირობოდ გვიანონსებს ქვეყნის პირველი პირი! ამრიგად, პოლიტიკურად და სოციალურად დაძაბული წლის მიწურულს პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩვეული ენერგიულობით შესთავაზა საზოგადოებას ამ უმტკივნეულეს სფეროში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომავალი თაობისათვის, რათა ისინი დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესებით!”, – წერს გვენეტაძე facebook-ზე.

დღეს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც ვიცეპრემიერი – ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ – დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, – აღნიშნა პრემიერმა

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები