ოზურგეთის ახლადარჩეული მერი, ავთანდილ თალაკვაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა
ოზურგეთის ახლადარჩეული მერი, ავთანდილ თალაკვაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
ახალ მერს ადმინისტრაციულ შენობასთან წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მერიის თანამშრომლები დახვდნენ.
„მადლობა მინდა, გადავუხადო მხარდამჭერებს და საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. დღეს შევუდექი მერის უფლებამოსილების განხორციელებას. ჩვენი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული და ვიწყებთ იმ 8ძპუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც საარჩევნო პერიოდში გავაცანით მოსახლეობას. პირველ ყოვლისა, დავიწყებთ ბიუჯეტის გადამუშავებას იმისთვის, რომ არსებული ბიუჯეტი მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსახლეობის საჭიროებებს“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.