ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთი თანამედროვე და კომფორტული ქალაქი იქნება

ოზურგეთის ახალი მერი, ავთანდილ თალაკვაძე უფლებამოსილების შესრულების ოფიციალურად დაწყებამდე მეეზოვეებს შეხვდა.

„ვიდრე მერისთვის განკუთვნილ ოფისში მივიდოდე, დღეს, დილის 7 საათზე ჩვენი ქალაქის რამდენიმე უბანი მოვიარე და მეეზოვეებს შევხვდი.
აქ სიტყვები ზედმეტია – ყველა მიხვდება, საიდან უნდა დავიწყოთ პრობლემების მოგვარება.
ოზურგეთი თანამედროვე და კომფორტული ქალაქი იქნება! ერთად განვაახლოთ ოზურგეთი!“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები