ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს
ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გიორგი ვოლსკი უძღვებოდა, დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.
გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, პლენარული სხდომის დღის წესრიგს ორი ახალი განსახილველი საკითხი ემატება.
კერძოდ, ერთი საკითი ეხება პარლამენტის გამოკლებული წევრის – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადგილმონაცვლის, ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას. მეორე საკითხი კი – საქართველოს ორგანული კანონის პროექტია „საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელსაც პარლამენტი მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილავს. გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ე.წ. მინისტრის საათის ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს.
ბიურომ ასევე დაამტკიცა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები.