საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია მამაკაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო მამაკაცებში – 2.9 პროცენტული პუნქტით.

ამავე მონაცემების თანახმად, 2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.5 პროცენტული პუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები