ჩოხატაურის მერია – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი აქტიურად გრძელდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი აქტიურად გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩოხატაურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს აღემატება.

სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ მოინახულა.

აღნიშნულ სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს აღემატება.

ჩოხატაურში ასევე მიმდინარეობს 1 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 3 სკოლის სრული რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს.

“ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვაა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენს მუნიციპალიტეტში კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს. პროექტების დასრულების შემდეგ სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა აბსოლუტურად განახლებულ გარემოში გააგრძელონ”,- განაცხადა დავით შარაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები