ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გარდაცვალების გამო, ერთ-ერთ ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება

ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, რის გამოც ბათუმის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისში გაიმართება. ფუტკარაძე დეპუტატი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა.

ბათუმის საკრებულოში ახალაარჩეული წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე დღეს დილით გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, ის დიაბეტიკი იყო და გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, ადგილები ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ასე გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ – 16 წევრი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 14 წევრი, „საქართველოსთვის“ – 2 წევრი, „ლელო“ – 1 წევრი. საკრებულოში ასევე დამოუკიდებელი დეპუტატია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები