ნიკოლოზ სამხარაძე ტოივო კლაარს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე კვირაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დაძაბვაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოგვარების საკითხში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე.

შეხვედრის დასასრულ, ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპელმა დიპლომატმა მოკლედ მიმოიხილეს ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები