8 ნოემბრის შემდეგ, მცხეთაში აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი გაიზარდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფლის ამბულატორიებში გაზრდილია აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200-ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.

“მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის ამბულატორიაში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გოჩა ქავთარაძე. მან მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ცნობისათვის, ამ ეტაპზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის 10 ამცრელი ამბულატორია და 2 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი მოქმედებს. აღნიშნულ პუნქტებში მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციისათვის ყველა პირობა შექმნილია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები