დავით კირკიტაძე: ასეთი მოძალადე და შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია

“დღეს არის შიმშილობის მე-5 დღე, თუმცა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. კარგად ვაცნობიერებთ, რომ 49-ე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე აცხადებს, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, პარლამენტში შიმშილობს.

მისივე თქმით, ქვეყანას მოძალადე ხელისუფლება ჰყავს.

“დღეს არის შიმშილობის მე-5 დღე, თუმცა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 49-ე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ათეულობით ადამიანი შიმშილობს უკვე არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ – საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს პაატა ბურჭულაძე. ასეთი გაუგონარი, ასეთი მოძალადე და შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია”, – აცხადებს დავით კირკიტაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები